კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს ვებ-გვერდი nextdoor.ge (შემდგომში „ვებ-გვერდი“) იმართება შპს “ნექსთ დორ”-ის მიერ (ს/ნ 402170538, იურიდიული მისამართი: თბილისი, ზურაბ საკანდელიძის ქუჩა N16, ელ. ფოსტა: info@nextdoor.ge) (შემდგომში „ჩვენ“).
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამუშავებთ ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს. ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ამ პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბოლოს განახლდა: 2026 წლის 16 ნოემბერი

რა მონაცემებს ვაგროვებთ?

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ:
  • საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი);
  • საკონტაქტო მონაცემები (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი);
  • ვებ-გვერდზე წვდომასთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემები (IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და მოწყობილობის ინფორმაცია);
  • ვიზიტის თარიღი და ხანგრძლივობა;
  • ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მონაცემთა სუბიექტი ნებაყოფლობით აწვდის ვებ-გვერდის საშუალებით.

როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, როდესაც თქვენ:
  • ვებ-გვერდის საშუალებით აგზავნით შეკითხვას ან მოთხოვნას;
  • გვიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით;
  • იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს, მათ შორის, ქუქი-ფაილების მეშვეობით;
  • სხვა ფორმით სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.

როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს?

ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:
  • ვებ-გვერდის საშუალებით გამოგზავნილ თქვენს შეკითხვებსა და მოთხოვნებზე პასუხის გაცემა;
  • ინფორმაციის მიწოდება ჩვენი საცხოვრებელი პროექტებისა და სერვისების შესახებ;
  • ვებ-გვერდის გაუმჯობესება და ადმინისტრირება;
  • ჩვენი სერვისების შესახებ ინფორმაციის ან შეთავაზებების გამოგზავნა (თქვენი თანხმობით).

როგორ ვინახავთ თქვენს მონაცემებს?

ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად. თქვენი მონაცემები ინახება მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია ამ პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პერსონალური მონაცემები იშლება, ნადგურდება ან ხდება მათი დეპერსონალიზაცია.

თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, მათი გასწორება, შეზღუდვა, გადატანა ან წაშლა. კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ ასეთ მოთხოვნებს 10 სამუშაო დღის ვადაში ვუპასუხებთ.
ესაუბრეთ Next Door-ს WhatsApp-შიმისწერეთ Next Door-ს Messenger-ში