გელოვანი - Nextdoor
 

გელოვანი

ნოემბერი 27, 2023by admin

პროექტის უპირატესობები

პროექტზე მუშაობისას, ჩვენი მიზანი და არქიტექტორების გუნდის მთავარი ამოცანა იყო შეგვექმნა საცხოვრებელი სივრცე, რომელიც პოტენციურ მაცხოვრებლებს საკუთარი სურვილების და იდეების რეალიზების მაქსიმალურ შესაძლებას მისცემდა. Next Door გელოვანის პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, ბინების უნიკალური გეგმარებაა. 4.4 მეტრი სიმაღლის ჭერი, საშუალებას აძლევს ბინის მფლობელებს მაქსიმალურდ ეფექტურად აითვისონ სივრცე და გააკეთონ საუკეთესო ინვესტიცია.
Next Door-ის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მარშალ გელოვანის გამზირიდან 100 მეტრში მდებარეობს. კონცეფციაზე მუშაობისას გათვალისწინებული იყო მნიშვნელოვან ობიექტებთან სიახლოვე. საგანმანათლებლო დაწესებულებები, ჰიპერმარკეტები, რეკრეაციული ზონები, მოლები და კვების ობიექტები, Next Door გელოვანის კომპლექსიდან ამ ყველაფრის პოვნა უმოკლეს დისტანციაზეა შესაძლებელი.
კომპლექსი განთავსებულია 9400 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოიცავს სარეკრეაციო ზონას, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, ორ დონიან მიწისქვეშა პარკინგს მაცხოვრებლებისთვის და ასევე ღია საპარკინგე სივრცეს კომპლექსის სტუმრებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ მშვიდი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო, რომელიც შეცვლის და გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
Next Door-ის მთავარ ამოცანას წარმოადგენს შესთავაზოს მომხმარებლებს განსაკუთრებული პროდუქტი. სწორედ ამიტომ, გელოვანის პროექტში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ თანამედროვე მშენებლობის სტანდარტებს. ჩვენი მომხმარებლების სრული კომფორტისთვის, პროექტში ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით, რაც უზრუნველყოფს სარემონტო სამუშაოების მოკლე ვადებში დასრულებას.

კომფორტული ცხოვრებახარისხი და
კომფორტი

გამზირთან სიახლოვის მიუხედავად, ლოკაცია ისეა შერჩეული რომ იქმნება ბუნებრივი ბარიერი. ქუჩის ხმაურიდან და დატვირთული რიტმიდან, ხვდები მშვიდ, რეკრეაციულ ზონაში. კომპლექსის მდებარეობა შესაძლებლობას აძლევს მაცხოვრებლებსა და მათ სტუმრებს დაზოგონ დრო, უმოკლეს დისტანციაზე ჰქონდეთ წვდომა ყველა საჭირო ობიექტზე და ამავდროულად განიტვირთონ ქალაქის დაძაბული ტემპისგან.
რეკრეაციული ზონა
მწვანე
კარკასი
უნიკალური
გეგმარება
2 დონიანი პარკინგი

კომფორტული ცხოვრებახარისხი და
კომფორტი

გამზირთან სიახლოვის მიუხედავად, ლოკაცია ისეა შერჩეული რომ იქმნება ბუნებრივი ბარიერი. ქუჩის ხმაურიდან და დატვირთული რიტმიდან, ხვდები მშვიდ, რეკრეაციულ ზონაში. კომპლექსის მდებარეობა შესაძლებლობას აძლევს მაცხოვრებლებსა და მათ სტუმრებს დაზოგონ დრო, უმოკლეს დისტანციაზე ჰქონდეთ წვდომა ყველა საჭირო ობიექტზე და ამავდროულად განიტვირთონ ქალაქის დაძაბული ტემპისგან.
რეკრეაციული ზონა
მწვანე
კარკასი
უნიკალური
გეგმარება
2 დონიანი პარკინგი
https://nextdoor.ge/wp-content/uploads/2024/10/nextdoorLogoOrange.png

გამოგვყევით

© Nextdoor 2022. ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია Growth hunters-ის მიერ

Facebook
დაგვიკავშირდით
11 ივანე მაჩაბელის ქუჩა, თბილისი

Next Door

შენი ახალი სახლის კარი