
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ემიგრაცია კარგად ნაცნობი საკითხია. უამრავი პირობის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას და მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე ისეთი დეველოპერული კომპანიის პოვნა, რომელიც მათზე მორგებულ პირობებს შესთავაზებს და, დამატებით, ბინის დისტანციურად შეძენას სრული სანდოობით შეძლებენ.
ნექსთ დორის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ემიგრანტების სახლში დაბრუნებაა. ჩვენ ვქმნით ისეთ პირობებს და ვადგენთ ისეთ სამუშაო გეგმას, რომ ემიგრანტებისთვის კომუნიკაცია, ბინის შერჩევა, შეძენა და გადახდის პირობები იყოს მაქსიმალურად გამარტივებული, გამჭვირვალე და კომფორტული.
Next Door გელოვანის პროექტი აერთიანებს ყველა საჭიროებისა და გემოვნების მომხმარებელზე მორგებული გეგმარების აპარტამენტებს.

ბინა ანტრესოლით
ანტრესოლის კონცეფცია გულისხმობს ჭკვიანურად დაგეგმარებულ ორდონიან ბინას, რომელშიც თანამედროვე დეველოპერული პროექტებისგან განსხვავებით არასტანდარტულად მაღალი ჭერი, მეტი სივრცე და სინათლე იყრის თავს.
ანტრესოლის მეშვეობით მომხმარებელი სრულიად უფასოდ იღებს დამატებით სივრცეს, რომლის გამოყენებაც საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია, როგორც საძინებლად, ასევე სამუშაო ან დასასვენებელ ოთახად.

სტანდარტული ბინა
ნექსთ დორის გელოვანის პროექტში სტანდარტული ბინა საუკეთესო არჩევანია საინვესტიციოდ ან საცხოვრებლად, რადგან კომპლექსი მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და განვითარებად ტერიტორიაზე, ყოველდღიურობისათვის საჭირო ყველა ობიექტთან ახლოს.
სტანდარტული ბინების შერჩევა როგორც ფართობის და გეგმარების, ასევე ხედების მიხედვითაა შესაძლებელი იმის მიხედვით, თუ რას ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას: მშვიდ მთის ხედებს თუ დინამიკურ ქალაქის ხედებს.

დიდი გამჭოლი ბინები
Next Door-ში დიდი ანტრესოლიანი ბინები ისეა დაგეგმარებული, რომ 3 საძინებლიანი სახლის შეძენის შემთხვევაში დამატებით ერთ ან ორ საძინებელს იღებთ, იზოლირებულ სივრცეს, რომლის მოწყობაც მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზეა დამოკიდებული.
დიდი ბინები საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც მთელი ოჯახისთვის განსაკუთრებულ სივრცეს ეძებს: სივრცულ, ნათელ, მაღალჭერიან, გამჭოლ აპარტამენტს, სადაც ბევრი იზოლირებული სივრცეა ოჯახის ყველა წევრისთვის და დამატებით როგორც ქალაქის, ასევე მთის ხედებითაა გარშემორტყმული.
ემიგრანტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ შეარჩიონ ბინა და დისტანციურად მათზე მორგებული პირობებით შეიძინონ მარტივად, თანაც მშენებლობა 2027 წელს სრულდება და ძალიან მალე შეძლებენ ახალ სახლში ცხოვრებას.


