
31 მაისსა და 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, Next Door-მა ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ და ფერად ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ვაკის პარკი ორი დღის განმავლობაში ნამდვილ ზღაპრულ სივრცედ იქცა - „შუმბა ლენდის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პატარებს უამრავი გასართობი აქტივობა, სიურპრიზი და დაუვიწყარი ემოცია ელოდათ. ღონისძიების მთავარი სპონსორი კი ნექსთ დორი იყო.
ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ დღეს ბავშვებისთვის კიდევ უფრო მეტი სიხარულისა და დადებითი ემოციის შექმნაში მიგვეღო მონაწილეობა. დღის განმავლობაში პატარები სხვადასხვა აქტივობაში ერთვებოდნენ, იღებდნენ სიურპრიზებს და მშობლებთან ერთად სასიამოვნო დროს ატარებდნენ.

ნექსთ დორმა ღონისძიების პირველ დღეს გამორჩეული გათამაშება მოაწყო, სადაც ყველა ბავშვს გადაეცა საჩუქრები, ხოლო ორ გამარჯვებულს კომპანიამ ასაწყობი სახლები აჩუქა, რამაც მათთვის ეს დღე კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა.
Next Door-ისთვის ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა მხოლოდ ღონისძიების სპონსორობა არ არის. ჩვენ გვჯერა, რომ საცხოვრებელი გარემო მხოლოდ შენობებითა და ინფრასტრუქტურით არ იქმნება - ის ადამიანების, ოჯახებისა და იმ გარემოსგან შედგება, სადაც ყოველდღიური ცხოვრება უფრო სასიამოვნო და კომფორტული ხდება.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა იმ ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს და ქალაქში დადებით ემოციებს ქმნის.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კი ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იყო - ორი დღის განმავლობაში ვაკის პარკში ბავშვების სიცილი, თამაში და ბედნიერი სახეები მთელი ღონისძიების მთავარი ნაწილი გახდა.
გვიხარია, რომ ამ ზღაპრული დღეების ნაწილი გავხდით.
.webp)

