
ნექსთ დორში გვჯერა, რომ აპარტამენტი არ არის მხოლოდ სივრცე, რომელშიც ცხოვრობ. ეს არის ადგილი, რომელიც გიტოვებს კომფორტისა და “სახლის” შეგრძნებას.
თანამედროვე აპარტამენტებში არსებობს გარკვეული სტანდარტები, კონკრეტული სიმაღლის ჭერი, სივრცის განაწილება, ოთახების გამოყენება რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც აპარტამენტი სივრცის გამოყენების თავისუფლებას გაძლევს?
ნექსთ დორის გელოვანის პროექტში გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა სივრცის უნიკალური გამოცდილება - ანტრესოლის კონცეფცია, რომელიც აერთიანებს ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ ელემენტებს და თანამედროვე არქიტექტურას.
მაშინ, როდესაც ანტრესოლის აღმოჩენა ძველი თბილისის სახლებში შესაძლებელია, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებში მისი პოვნა თუ დაგეგმვა, ფაქტობრივად შეუძლებელია.
Next Door ქმნის ბინებს თანამედროვე არქიტექტურითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სადაც ინტერიერი უჩვეულოდ მაღალი ჭერითა და დამატებითი სივრცით იქმნება, რომელიც ადაპტირდება თითოეული მომხმარებლის საჭიროებებსა და გემოვნებაზე.
ანტრესოლის მთავარი უპირატესობა ძალიან მარტივია: იღებ მეტ პრაქტიკულად გამოყენებად სივრცეს ისე, რომ ღია და ნათელი სივრცის შეგრძნება არ იკარგება.

ერთი აპარტამენტი სხვადასხვა შესაძლებლობით
ანტრესოლი გაძლევს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ შესაძლებლობას: მოქნილობას.
ვიღაცისთვის დამატებითი სივრცე შესაძლოა კომფორტული საძინებელი იყოს, ბინის დანარჩენი სივრცეებისგან იზოლირებული ოთახი.
მათთვის, ვინც უმეტესად სახლიდან მუშაობს, ეს სივრცე შესაძლოა ოფისად იქნეს გამოყენებული.
ან შესაძლოა ანტრესოლი საკითხავ კუთხედ, კრეატიულ სტუდიოდ, სტუმრების ოთახად ან უბრალოდ პირად სივრცედ იქნას გამოყენებული.
მთავარი ის არის, რომ ბინა არ გკარნახობს, თუ როგორ უნდა იცხოვრო მასში. შენ თავად ირჩევ რას ნიშნავს შენთვის დამატებითი სივრცე.

ღია და ნათელი სივრცე
მაღალი ჭერი ბინის ატმოსფეროს სრულიად ცვლის, ბუნებრივი სინათლე უკეთ აღწევს შიდა სივრცეში და ქმნის მეტად ღიაობის განცდას. ეს ყველაფერი ბინას უფრო დიდს, დინამიკურს და ფუნქციურს ხდის.
ნექსთ დორის გელოვანის პროექტის მთავარი იდეა არის ის, რომ ბინამ უნდა მოგცეს შესაძლებლობები.
ანტრესოლიანი აპარტამენტის შექმნის იდეა არ არის მხოლოდ დამატებითი სართულის დამატებაში. პროექტს სჭირდება საკმარისად მაღალი ჭერი და სწორი არქიტექტურული გეგმარება, რაც სტანდარტულ თანამედროვე აპარტამენტებში შეუძლებელია.
ამიტომაც, იგივე კონცეფციის განმეორება სხვა პროექტებში, პრაქტიკულად რთული მისაღწევია.
Next Door-ში აპარტამენტების გეგმარება ისეა შექმნილი, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადოს. მაღალი ჭერი უბრალოდ დამატებითი დეტალი არ არის - ის კონცეფციის ნაწილია.

.webp)
